კონსტანტინე გამსახურდია თავის პუბლიცისტურ წერილში (”ისევ ქართული შრიფტის შესახებ”) წერდა:
”1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტში მასწავლიდა მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული ფილოლოგი ბარონ ფონ ლიხტენბერგი, ჟურნალ მემნონის რედაქტორი”... შემდეგ მწერალი აღწერს მეცნიერის ქართული ანბანით დაინტერესებას და ამ ანბანის მისეულ შეფასებას:
”მე დაუფლებული ვარ მსოფლიოს ბარე ოცდაოთხ ენას და ასეთი ლამაზი ასოები, ასეთი პრაქტიკული, ზუსტად გამომხატველი ყოველი ბგერისა, მე სხვა ალფაბეტი არ მეგულება”...