2011 წელს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავდა საქართველოში მცხოვრები ეროვნული
უმცირესობებებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ახალი სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის შესასწავლად სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში,
ეროვნული უმცირესობებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება, რაც მოიცავს
როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების ხელშეწყობას. პროგრამა
”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ითვალისწინებს სახელმწიფო ენის სწავლების
გაძლიერებაზე მიმართულ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა:
- ქართული ენის სწავლების თანამედროვე სასწავლო მასალების შექმნა;
- არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური სწავლების დანერგვა;
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრის დასაქმება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში და ა.შ.
ამ პროგრამაში 2012 წელს ჩავერთე და ორი აკადემიური წელი გავატარე ჯავახეთში, ახალქალაქის რ-ნის სოფ. ოკამის #2 საჯარო სკოლაში (სომხურენოვანი).
სწორედ იქ გატარებულმა წლებმა გადამაწყვეტინა მასწავლებლობა და ჩემი პროფესიული საქმიანობის სკოლასთან დაკავშირება.
სასწავლო პროცესი
მოსწავლეთა ნამუშევრები

ინტელექტუალური თამაშები და კონკურსები

"ყველაზე ჭკვიანის" და "კალიგრაფიის კონკურსის" გამარჯვებულები
სასწავლო რესურსები და პოსტერები

No comments:
Post a Comment