სამოდელო გაკვეთილები / სასწავლო პროექტები / კლასგარეშე აქტივობები

  • კლასგარეშე აქტივობა - პროექტი: "მთაწმინდის ბინადარნი" 
პროქეტის სახელწოდება: „მთაწმინდის ბინადარნი“

პრობლემის მიმოხილვა: მთაწმინდა ერთ-ერთი ყველაზე პოეტური ადგილია, რომლის შესახებაც მოსწავლეებს მწირი ინფორმაცია აქვთ. არ იციან, როდის და რა მიზნით შეიქმნა მთაწმინდის პანთეონი;  ვინ არიან ის პოეტები თუ საზოგადო მოღვაწეები, ვისაც „მთაწმინდის ბინადართ“ ვუწოდებთ.
პროექტის მიზანი: პრეზენტაციისა და კვლევის უნარების განვითარება, შემეცნებითი ექსკურსიის ორგანიზება.
პროექტის ამოცანები: VIII-IX-X კლასებისგან შემდგარი 7 ჯგუფი იკვლევს და ამზადებს პრეზენტაციებს მთაწმინდის შესახებ:
I ჯგუფი - მთაწმინდის ისტორიული მიმოხილვა;
II ჯგუფი - მთაწმინდის გეოგრაფიული მიმოხილვა;
III ჯგუფი - მთაწმინდის ხედებისა და ღირსშესანიშნაობების გამოფენა (ფოტომასალა; მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები);
IV ჯგუფი - „ლექსად ქცეული მთა“ - პოეზიის საღამო, სადაც წაიკითხავენ მთაწმინდაზე შექმნილ ლექსებს;
V ჯგუფი – „მთაწმინდის ბინადარნი“ - მწერლები და საზოგადო მოღვაწენი;
VI ჯგუფი - „მთაწმინდის ბინადარნი“ - მეცნიერები და ხელოვნების მოღვაწენი;
VII ჯგუფი - საინფორმაციო ბულკეტების მომზადება;
პრეზენტრაციების შემდეგ მოსწავლეები მოინახულებენ მთაწმინდასა და პანთეონს, სადაც წაიკითხავენ იმ პოეტების ლექსებს, რომლებიც მთაწნიდის პანთეონში არიან დაკრძალულნი.
მოსალოდნელი შედეგები: გაეცნობიან მეტ ინფორმაციას პანთეონისა და „მთაწმინდის ბინადართა“ შესახებ; განუვითარდებათ კვლევისა და პრეზენტაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ალელიშვილი; lali.alelishvili@gmail.com

            რამდენიმე პრეზენტაციის ნიმუში:














































  • კლასგარეშე აქტივობა - ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"          (2014-15 სასწ.წელი)
        თამაში ჩატარდა სამ პარალელურ IX კლასელ გუნდებს შორის და შედგებოდა სამი ტურისგან:

                  I - 6 ზოგადი სააზროვნო კითხვა;
                  II - ლიდერების კონკურსი (ლიდერები პასუხობდნენ 10 კითხვას ქართულ ენასა და ლიტერატურიდან);
                  III - ე.წ. შავი ყუთი (3 ზოგადი კითხვა) და ბლიცი (ჯგუფის ერთ წევრს უნდა ამოეცნო ილუსტრაციებზე ასახული ამბავი / პიროვნება);


 მესამე ტურში თამაშს მხოლოდ მაღალქულიანი ორი გუნდა აგრძელებდა.


  • IX კლასი - ღია გაკვეთილი: ნიკოლოზ ბარათაშვილის "ბედი ქართლისა"      (2014-15 სასწ. წელი)

          



  • IX კლასი - პროექტი: "კაი ყმა" (2014-15 სასწ.წელი)
პროექტის სახელწოდება: “კაი ყმა“

პროექტის აღწერა: წარსულის ან თანამედროვეობის გამოჩენილი ადამიანის წარმოჩენა და იმ თვისებების ხაზგასმა, რის გამოც მას შეიძლება „კაი ყმა“  ეწოდოს.

პროექტის მიზანი: პრეზენტაციისა და კვლევის უნარების განვითარება, პიროვნების პორტრეტის საინტერესოდ წარმოჩენის უნარი.

პროექტის ამოცანები:
              ·         მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა;
 ·         პროექტის არსის გაცნობა;
 ·         პიროვნებების შერჩევა;
 ·         პრეზენტაციაზე მუშაობა;
·         პრეზენტაციის წარდგენა;

მოაწავლეთა ასაკი: 14-15 წელი (IX კლასი)
  
მოსალოდნელი შედეგები: გაეცნობიან შერჩეული პიროვნებისა შესახებ მეტ ინფორმაციას, ისწავლიან ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გავრცელების წესებს.

საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, ისტ 

პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ალელიშვილი, გამარჯვების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lali.alelishvili@gmail.com


პრეზენტაციის რამდენიმე ნიმუში:









































პრეზენტაციის შეფასების სქემა



  • VII კლასი - პროექტი: გზამკვლევი "ჩემი კუთხის ღირსშესანიშნაობა"                                                (2014-2015სასწ.წელი)  
პროექტის სახელწოდება: გზამკვლევი „ჩემი კუთხის ღირსშესანიშნაობა“


პროექტის აღწერა: სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობა, მათი შესწავლა, წარმოჩენა და გზამკვლევის შედგენა (გეოგრაფიული მდებარეობა, თქმულებები, ისტორიული მიმოხილვა, დღევანდელი მდგომარეობა და ა.შ.)

პროექტის მიზანი: პრეზენტაციისა და კვლევის უნარების განვითარება, სამეცნიერო-პოპულარული ტექსტისა და გზამკვლევის შედგენა

პროექტის ამოცანები:

  • ·         მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა (სასურველია, თითოეულ ჯგუფში ერთი კუთხის წარმომადგენლები იყვნენ);
  • ·         გზამკვლევის შედგენის პრინციპების გაცნობა;
  • ·         ისტორიული ძეგლის შერჩევა (ვარძია, საფარა, მუცო);
  • ·         პრეზენტაციაზე მუშაობა;
  • ·         პრეზენტაციის წარდგენა;

მოაწავლეთა ასაკი: 12-13 წელი (VII კლასი)

მოსალოდნელი შედეგები: გაეცნობიან შერჩეული ძეგლის შესახებ მეტ ინფორმაციას, ისწავლიან ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გავრცელების წესებს.
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, ისტ 

პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ალელიშვილი, გამარჯვების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lali.alelishvili@gmail.com

პროექტის განხორციელების ვადები


  • VII კლასი - "ქართველი მწერლები"
2014-2015 სასწ./წელი, ჯგუფური პრეზენტაციები XX საუკუნის ქართველ მწერლებზე (ლადო ასათიანი, ტიციან ტაბიძე, ბესიკ ხარანაული)





  • XI კლასი - "რომანტიზმი და ქართველი რომანტიკოსები" (ჯგუფური პრეზენტაციები და პოეზიის საღამო)

პრეზენტაციის რამდენიმე ნიმუში:

ეროვნული მოტივი ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში


















  • X კლასი - "ვეფხისტყაოსანი" - პოემის შეჯამება (მოსწავლეთა ჯგუფური პრეზენტაციები)
                გაკვეთილის გეგმა / შეფასების სქემა 

მოსწავლეების გაკეთებული პრეზენტაციის რამდენიმე ნიმუში:
ვეფხისტყაოსანი III
View more presentations or Upload your own.

















  • VIII კლასი - პროექტი: "ნაცნობი ადგილები"

1 პროექტის სახელწოდება: „ნაცნობი ადგილები“


2პროექტის მთავარი იდეა (თემა):  მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას და ამზადებენ პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და ღირსშესანიშნაობის შესახებ (ქართლი, აფხაზეთი, სვანეთი, თბილისი,  გრემი, ბეთანია, ყინწვისი).  შემდეგ კი მოაწყობენ ექსკურსიას იმ ღირსშესანიშნავი ადგილისა თუ კუთხის მოსანახულებლად, რომლის შესახებ მომზადებული პრეზენტაციაც იქნება საუკეთესო.

3პროექტის აქტუალობა: სასწავლო პროგრამის მიხედვით, მოსწავლეები ეცნობიან  საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისა და ღირსშესანიშნავი ადგილებისადმი მიძღვნილ ქართველი პოეტების ლექსებს. აღნიშნული პროექტი დაეხმარება მათ არა მარტო მასალის უკეთ შესწავლაში, არამედ მისცემს საშუალებას უკეთ გაიცნონ საკუთარი სამშობლო.

4პროქტის მიზნები: საქართველოს კუთხეებისა და ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობა; პრეზენტაციის, კვლევისა და შემეცნებითი ექსკურსიის ორგანიზების უნარის განვითარება.

5 მოსწავლეთა ასაკი: 13-14 წელი (8 კლასი)

6ვადები / ხანგრძლივობა: 3 კვირა

7მოსალოდნელი შედეგები: გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს, მოაწყობენ შემეცნებით ექსკურსიას, განუვითარდებათ პრეზენტაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

8პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
I ეტაპი - პრეზენტაცია - ფორმატი, მარკერი, პროექტორი, კომპიუტერი;
II ეტაპი - ექსკურსია - ტრანსპორტი, ფოტოაპარატი, ვიდეო, ბლოკნოტები, თაბახები...

9პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პირველ ეტაპზე კლასს ვყოფთ 7 ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში 3-3 მოსწავლე). თითოეული ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას და ამზადებს პრეზენტაციას.
პრეზენტაციის პროცესში ჯგუფის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას, საუბრობენ კონკრეტული „ნაცნობი ადგილის“ სხვადასხვა ასპექტზე და ჯგუფის ერთი წევრი, მხატვრულად კითხულობს ამ კუთხის/ღირსშესანიშნაობისადმი მიძღვნილ ლექსს.
მეორე ეტაპზე კლასი გეგმავს და აწყობს ექსკურსიას იმ ადგილის მოსანახულებლად, რომელზეც საუკეთესო პრეზენტაცია მომზადდა.
ექსკურსიას ექნება შემეცნებითი ხასიათი, თითოეულ მოსწავლეს ექნება განაწილებული კონკრეტული დავალება, რაზეც უნდა იმუშაონ ექსკურსიის პროცესში (გიდის საუბრის ჩანაწერი, ფოტოები, ვიდეო, ხატვა, ჩანახატები, დღიურის წარმოება, მარშრუტის შედგენა...).

10საგანთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ე.ს.გ.-სთან კავშირი:ინტეგრირებულია რამდენიმე სასწავლო საგანი - ქართული, გეოგრაფია, ისტორია, მათემატიკა, ხელოვნება, ისტ.

11პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ალელიშვილი, გამარჯვების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

12ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lali.alelishvili@gmail.com

              


            











View more presentations or Upload your own.








View more presentations or Upload your own.



No comments:

Post a Comment